ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აპრილში ბათუმში 1 263 ბინა გაიყიდა - როგორია მ²-ს საშუალო ფასი?

2024 წლის აპრილში ბათუმში 1 263 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Colliers Georgia-ს მიერ განახლებული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა კი 26%-ით გაიზარდა და 67 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2024 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 12%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,155 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 1%-ით, 682 აშშ დოლარამდე შემცირდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.