ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაკურიანში წელს 10.4 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - როგორ შეიცვალა უძრავი ქონების გასაყიდი ფასი?

2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.0%-იანი კლებაა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ტრანზაქციების უმეტესობა - 65.5% მეორად ბაზარზე დაფიქსირდა.
„ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის 1-ელ კვარტალში ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 კვ.მ. ) მთლიანი გაყიდვების 76.7% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების 55.7% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიდან (
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1044 დოლარს გაუტოლდა.
ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.9%- იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებს მიეწერება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.