არქივი2 დეკემბერი, 2024, 12:08
„აპრილის“ ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს პოლიციელი თავს დაესხა

მედია „აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა.
მედია „აპრილის“ ცნობით, ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნნენ.
გიორგი ბასხაჯაურზე პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები გამოცემა „პუბლიკის“ პირდაპირ ეთერში მოხვდა.
ფოტო: მინდია გაბაძე / პუბლიკა
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.