ანჯეი დუდა – რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია – არ შეიძლება, ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს, რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს!

რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია, – პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადება ახსნა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიასთან დაკავშირებით ჩემი ქმედებები და პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია: რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ოკუპაცია, დანაშაულს წარმოადგენს.
„არ შეიძლება, რომ ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან ეს ომი თავისუფალმა სამყარომ უნდა მოიგოს. ჩვენ ყველანი სასტიკი იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით ვდგავართ!“ – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა Kanal Zero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცის დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ სჯერა, რომ უკრაინა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს.
ანჯეი დუდას განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ზვარიში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყირიმი არის უკრაინა: ეს ასეა და ასე იქნება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს