ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანჯეი დუდა - თუ გერმანიას ამერიკული ჯარების მასპინძლობა არ სურს, მაშინ პოლონეთი ამისთვის მზად არის

ანჯეი დუდა - თუ გერმანიას ამერიკული ჯარების მასპინძლობა არ სურს, მაშინ პოლონეთი ამისთვის მზად არის

თუ გერმანიას ამერიკული ჯარების მასპინძლობა არ სურს, მაშინ პოლონეთი ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ევროპა არ აინტერესებს და ევროპამ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები სწრაფად უნდა გააძლიეროს“.
„თუ გერმანიას ამერიკული ჯარები არ სურს, თუ აშშ-სთან პარტნიორობა არ სურს, ჩვენ აშშ-სთან პარტნიორობას სრული მზადყოფნით მივიღებთ. მთელი იმ თანამშრომლობის, რომელიც გერმანიას აშშ-სთან აქვს, პოლონეთში გადატანით დაინტერესებული ვარ“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.
ასევე, პოლონეთის პრეზიდენტი ფრიდრიხ მერცის კიდევ ერთ კომენტარს გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას შესაძლოა, ნატო-ს შემცვლელი ორგანიზაციის პოვნა დასჭირდეს.
„ნატო აშშ-ს გარეშე? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამის აზრი რაში მდგომარეობს? მსოფლიოში უძლიერესი ძალის, აშშ-ის გარეშე უსაფრთხოების ალიანსის გარანტიები მოჩვენებითი იქნება“, - აღნიშნა დუდამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.