რადოსლავ სიკორსკი - აშშ-ს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა სურს

აშშ-ს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა სურს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს ახლო მოკავშირეებს შორის მნიშვნელოვანი და გულწრფელი საუბარი იყო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აშშ ხანგრძლივი მშვიდობით არის დაინტერესებული“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსების საკითხის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
რადოსლავ სიკორსკის ცნობით, დღეს, პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.