ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანჯაფარიძე: უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება... ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს

ანჯაფარიძე: უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება... ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ამპლუაში იმუშავებს და აშშ-ში მოქმედი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი გახდება.

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების კოორდინაციას გააძლიერებს და უწყებათაშორის თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს გახდის.

"უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება აშშ-ში ფუნქციონირებადი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი. ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს - ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების კოორდინაციას. ვუსურვოთ წარმატება ახალ ასპარეზზე, ჩვენს თავს კი მეტი უსაფრთხოება და სიმშვიდე.“ - წერს ანჯაფარიძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.