"ანჩო დანიშნეს" - ზურაბ ჟვანიასა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას უმცროსი ქალიშვილი ქორწინდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას უმცროსი ქალიშვილი, ანჩო ჟვანია დაინიშნა.
-
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაწერა და ნიშნობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
"ანჩო დანიშნეს", - წერს ნინო ქადაგიძე ჟვანია.
ცნობისთვის, ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო.
2023 წელს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ნინო ქადაგიძე შვილებისა და ზურას ურთიერთობაზე ამბობდა:
"[როდესაც ზურა გარდაიცვალა] მე 38 წლის ვიყავი, ლიზა - 10 წლის, ბუსა 8-ის, ხოლო ანჩო 6 წლის. კვირაში ერთი დღე, კვირას, ზურა აუცილებლად იყო ჩვენთან. დიღმის იქით ერთი სოფელია, იქ გვაქვს სახლი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით. უცნაური თვისება ჰქონდა - ყველა დეტალს ამჩნევდა. სახლში რომ შემოვიდოდა, ყველაფრის აზრზე იყო. მომთხოვნი იყო, ბავშვებთანაც მკაცრი. ერთხელ, ლონდონში წავედით, ლიზა გვახლდა და აღმოაჩინა, რომ ლიზამ ინგლისური არ იცის. ალბათ, მაშინ ლიზა 8 წლის იქნებოდა, ძალიან იჩხუბა (იცინის) და უთხრა, არ დავინახო, ისე ჩახვიდე ქვეყანაში, რომ ენა არ იცოდე იმ ქვეყნისო. იმ დროს ლიზა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, გერმანულით დაიწყო".

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.