ანტონიო კოშტა - უმკაცრესად ვგმობ აღმოსავლეთ იერუსალიმში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას

ახლო აღმოსავლეთში ძალადობა უნდა შეწყდეს. უმკაცრესად ვგმობ აღმოსავლეთ იერუსალიმში დღეს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და ისრაელელ ხალხს. მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტას შეუძლია ისრაელსა და პალესტინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება“, - წერს კოშტა.
შეგახსენებთ, იერუსალიმში, შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსის გაჩერებაზე ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ „ორი ტერორისტი“ გაანეიტრალეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.