ანტონიო კოშტა – მშვიდობაზე საუბარი დაბომბვების ესკალაციის პარალელურად, ეს „მშვიდობის“ პუტინისეული ვერსიაა – უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციებით

მშვიდობაზე საუბარი დაბომბვების ესკალაციის და სამთავრობო შენობებისა და სახლების მიზანში ამოღების პარალელურად – ეს „მშვიდობის“ პუტინისეული ვერსიაა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ის ირჩევს მის გაგრძელებას.
„უნდა გავაგრძელოთ არეული კურსი: გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციების მეშვეობით, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ჩემი ფიქრები დაღუპულებთან, დაშავებულებთან და მათ ოჯახებთანაა. უკრაინელი ხალხის ძალა და გამძლეობა კვლავაც ყველას შთაგვაგონებს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა