არქივი6 იანვარი, 2026, 17:52
ანტონიო კოშტა - ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე

ვიმყოფებით პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გავაძლიეროთ წვლილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების მისაღწევად , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს გარანტიები მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის ფუნდამენტური ელემენტია.
„ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე, რათა უზრუნველყოს მისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, - წერს კოშტა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.