მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერს
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ ოდესმე რუმინეთთან გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“, – ამის შესახებ Politico წერს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეული დაახლოებით 2.4 მილიონი მოსახლეობის მქონე მოლდოვა რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნე გახდა.
„თუ რეფერენდუმი გაიმართება მე რუმინეთთან გაერთიანებას დავუჭერდი მხარს“, – განაცხადა სანდუმ ბრიტანულ პოდკასტში ინტერვიუს დროს.
„შეხედეთ, რა ხდება დღეს მოლდოვის გარშემო. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში“, – განმარტა სანდუმ და დასძინა, რომ “ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რომ გადარჩეს, როგორც დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”
მიუხედავად პირადი მხარდაჭერისა, სანდუმ აღნიშნა, რომ რუმინეთთან გაერთიანებას მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს.
გამოკითხვების მიხედვით, მოლდოველთა დაახლოებით ორი მესამედი გაერთიანების წინააღმდეგია, მაშინ როდესაც ამ იდეის მხარდაჭერა რუმინეთში უფრო მაღალია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა