ანტონიო გუტერეში – მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან

შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით, რამაც ადამიანების სიკვდილი და დაშავება გამოიწვია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული.
„მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან. ასევე მოვუწოდებ ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენას“, – აღნიშნა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, უფლებადამცველი ჯგუფის – „ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები ირანში“ – ინფორმაციით, ირანში არეულობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 490 მომიტინგეს და უსაფრთხოების სამსახურის 48 თანამშრომელი. ამასთან, საპროტესტო აქციების დროს 10 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!