ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტისემიტური პოსტების გამო, უმსხვილესი კომპანიები სოციალურ ქსელ X-თან სარეკლამო ხელშეკრულებებს აუქმებენ

ანტისემიტური პოსტების გამო, უმსხვილესი კომპანიები X-თან (ყოფილ "ტვიტერთან") სარეკლამო ხელშეკრულებებს აუქმებენ.
სოციალური ქსელის მფლობელის, ილონ მასკის პოსტს თეთრ სახლშიც უპასუხეს და მას რასისტული ამაზრზენი პროპაგანდა უწოდეს.
ფაქტს ევროკომისიის გადაწყვეტილება მოჰყვა, რომლის მიხედვით, რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ევროსტრუქტურა მასკთან არ ითანამშრომლებს.
დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის ევროპის ახალ კანონთან შესაბამისობის დასადგენად, რომელიც ციფრული მომსახურების ევროპის ახალ სტანდარტს ეხება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.