ანტისემიტური პოსტების გამო, თეთრი სახლი ილონ მასკს აკრიტიკებს, X-ს კი რეკლამის უმსხვილესი მიმწოდებლები ტოვებენ

ანტისემიტური პოსტების გამო, სოციალურ ქსელ – X-ს რეკლამის უმსხვილესი მიმწოდებლები ტოვებენ. თეთრმა სახლმა SpaceX-ის დამაარსებელი და სოციალური ქსელის X-ის მფლობელი, ილონ მასკი, ანტისემიტური გამონათქვამების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
ეს მას შემდეგ, რაც ილონ მასკი ერთ-ერთი მომხმარებლის ანტისემიტური შინაარსის პოსტს გამოეხმაურა და დაწერა: “თქვენ თქვით ნამდვილი სიმართლე.” პლატფორმის ადმინისტრაციამ მასკის პოსტის შესახებ პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით კი, გენერალურმა დირექტორმა დაწერა, რომ X-ი ყოველთვის და მკაფიოდ იბრძვის ანტისემიტიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
დეზინფორმაციის საშიშროების გამო ევროკომისიამ სოციალურ ქსელ ტვიტერზე რეკლამის განთავსება შეწყვიტა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრუქტურა რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, X-თან თანამშრომლობას დროებით წყვეტს. მედია წერს, რომ სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ისრაელი-პალესტინის ომის შემდეგ ვრცელდება.
ევროკავშირმა X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალური ქსელის შესაბამისობის დადგენას ევროკავშირში არსებულ კანონთან ციფრული მომსახურების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი