ანტიკორუფციული 150 მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციებს შეისწავლის | მათ შორის, ღარიბაშვილის, გომელაურის, ლილუაშვილის, კობახიძის

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სია, თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე – 2024 წელს.
სიაში 150 პირია, მათ შორის, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები, სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები, მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები.
მთავრობის წევრებს შორის ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს: პრემიერმინისტრი – , მინისტრები – , ილია დარჩიაშვილი, ლევან დავითაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, რატი ბრეგაძე, ვახტანგ გომელაური, ლაშა ხუციშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი, ზურაბ აზარაშვილი, თეა ახვლედიანი.
ასევე აჭარისა და ს მთავრობის წევრების დეკლარაციებს.
საკანონმდებლო ორგანოდან ჩამონათვალში მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, , ასევე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, და სხვა დეპუტატები, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან.
უწყების თქმით, დამოუკიდებელმა კომისიამ იმსჯელა განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შესარჩევ თანამდებობის პირთა დეკლარაციების არჩევასთან დაკავშირებით. სიაში მოხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის – , მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე და სხვები.
გარდა ამისა, შემოწმება შეეხება კომუნიკაციების კომისიას, სემეკს, ცესკოს, ფოსტას, რკინიგზას, ბლექ სი არენა ჯორჯიას, საქართველოს განვითარების ფონდს.
საჯარო უწყებებიდან – პროკურატურას, ეროვნულ ბანკს, აუდიტის სამსახურს, სუს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საპენსიო სააგენტოს და სხვებს.