ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციულ ბიურო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ კერძო სექტორში გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებას.
„მემორანდუმის მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება. ასევე, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში, კოორდინირებული თანამშრომლობა, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, არსებული პრაქტიკის გაზიარება და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის განსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.