„საქართველოს ბანკის“ SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
ბანკში ამ მიმართულებას ამ დრომდე ზურაბ მასურაშვილი უძღვებოდა, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა.
„თორნიკე კუპრაშვილი საქართველოს ბანკს წამყვანი კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. ის ბანკში 10 – წლიანი კარიერის განმავლობაში კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, ის იყო კორპორატიული რეაბილიტაციის სამსახურისა და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს ბანკში მოსვლამდე თორნიკე კუპრაშვილი 3 წელი KPMG-ის თბილისის ოფისში მუშაობდა. მას განათლება მიღებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლაში და ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)