ანრი ოხანაშვილი – მანდატურს ვთხოვ, ქალბატონ ხატიას დამამშვიდებელი მიუტანოს, სალომე სამადაშვილს დამამშვიდებელიც არ შველის – ბექა, გაფრთხილებ, ხმას დაუწიე და როცა საშუალებას მოგცემ, მაშინ გააღე ეგ პირი

რამდენს გიხდიან იმაში, რომ სულ „რუსული, რუსული“ იძახოთ? – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
სხდომაზე ოხანაშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს შორის კამათი იყო.
„რამდენს გიხდიან იმაში, რომ სულ „რუსული, რუსული“ იძახოთ? არ გრცხვენიათ? არგუმენტებს როცა ისმენთ, საპასუხო საუბარს ნუ იწყებთ. მშვიდობა ხომ გაქვთ, წყალი ხომ არ მოგაწოდოთ?“, – მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
მან, ასევე, პერსონალურად მიმართა „ევროოპტიმისტების” წევრ ხატია დეკანოიძეს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, ბექა ლილუაშვილს.
„უცხოურ ორგანიზაციაში თანამდებობისთვის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა რომ დათმეთ, მორალური უფლება არ გაქვთ, აქ ბევრს რომ ლაპარაკობთ. ქალბატონო ხატია, ნუ ღიზიანდებით იმაზე, რაც თქვენ გააკეთეთ. მანდატურს ვთხოვ, ქალბატონ ხატიას დამამშვიდებელი მიუტანოთ. სალომე სამადაშვილს დამამშვიდებელიც არ შველის…
ხმას დაუწიე და როცა საშუალებას მოგცემ მაშინ გააღე ეგ პირი. ბექა, გაფრთხილებ, დამშვიდდი, სახე შეინარჩუნე. მესმის, რომ ღალატი მძიმეა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…