ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე სალომე სამადაშვილს - ქალბატონო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?

რას იჯღანები? - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, ამ დრომდე, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
„მე მომმართავ? ქალბატონო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?“- უპასუხა სალომე სამადაშვილს მამუკა მდინარაძემ, რა დროსაც მდინარაძეს ანრი ოხანაშვილმა მოუწოდა, რომ გაეგრძელებინა საუბარი.
„არა, რას იჯღანებიო, მომმართა...“- უპასუხა მდინარაძემ ოხანაშვილს.
თავად სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს მოუწოდა, რომ მიკროფონით ისაუბროს.
„ქალბატონი სალომე სამადაშვილი გაფრთხილებულია მიკროფონის გარეშე საუბრისთვის“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.