ანიტა ჰიპერი – გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარში დგომას და ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის შემდგომი ზომების განხილვას, რათა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდნენ

საქართველოში, სამწუხაროდ, დემოკრატიისთვისა და თავისუფლებისთვის არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჰიპერის პასუხი „ევროსკოპის“ კითხვას მოყვა, რომელმაც ახსენა, რომ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა.
ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს უარყოფისა და პროექციის კლასიკური ტაქტიკაა. ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში, სამწუხაროდ, და არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში – სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება.
როდესაც საუბარია პოლიტიკურ კონტაქტებზე, როგორც იცით, პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ. ასევე შევაჩერეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნებისმიერი პირდაპირი დახმარება და ასევე შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის.
ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ყოველთვის ქართველი ხალხის მხარში დგომას და ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის შემდგომი ზომების განხილვას, რათა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ჰიპერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო