პრემიერი – მარტო პოლიტიკური აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციების დასაქმების სფერო? – არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დადიან და უცხოეთიდან იღებენ ფულს, არავის არაფერს ვუზღუდავთ

ერთადერთი, რაც იზღუდება არის რა, რომ უცხოური დაფინანსებით არ შეიძლება, პოლიტიკურ აქტივობებს აწარმოებდნენ ჩვენს ქვეყანაში, მარტო პოლიტიკური აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციების დასაქმების სფერო? თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან.
„იმის გამო, რომ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დადიან და უცხოეთიდან იღებენ ფულს, არავის არაფერს ვუზღუდავთ. უცხოური დაფინანსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, აწარმოოს პოლიტიკური აქტიურობა, კეთილი უნდა ინებოს და ამისათვის რესურსები უნდა მოიძიოს ქვეყნის შიგნით, როგორც ეს ხდება ყველა ჯანმრთელ სახელმწიფოში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელი სახელმწიფო და ამას ემსახურება ის კანონები, რომლებიც მიიღება”,- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო