ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრო ხელაძე: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიკავებს 26-ე ადგილს განაცხადში, ეჭვიც არ მეპარება, რომ გერმანიაში არამხოლოდ სამშობლოსთვის, ჯაბასთვისაც ითამაშებს

"რამდენი ფეხბურთელი… რამდენი ადამიანი გეგულებათ, ვინც ცხოვრების მთავარ ოცნებაზე უარს იტყვის?
ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველებზე არ გეკითხებით. აი, ფრანგი, იტალიელი, ესპანელი… ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, ვისთვისაც ევროპის ჩემპიონატი მიუღწეველი ასპარეზი კი არა, რუტინაა… რამდენია ისეთი, ვინც თავის ბოლო დიდ ტურნირზე, განაცხადში კუთვნილ ადგილს სხვას დაუთმობს?
და წარმოგიდგენიათ, როგორია, როცა კარიერის ბოლოს, შენი ქვეყნისთვის პირველ, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეგიძლია და ამას არ აკეთებ?
ევროზე კი არა, ავტობუსში, მოხუცისთვის და ორსულისთვის უჭირს ხალხს თავისი ადგილის დათმობა, რაზეა საერთოდ საუბარი…
ჯაბა, არ დავიღლებით შენთვის მადლობის გადახდით, ყოველთვის გვემახსოვრები და გვეყვარები.
პირადი ოცნებაა, შენნაირი ადამიანებით იყოს ეს ქვეყანა სავსე.
შენ ხარ იშვიათი პროფესიონალი და იშვიათი პატრიოტი.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიკავებს 26-ე ადგილს განაცხადში, ეჭვიც არ მეპარება, რომ გერმანიაში არამხოლოდ სამშობლოსთვის, ჯაბასთვისაც ითამაშებს. სხვანაირად წარმოუდგენელია," -  წერს სოციალურ ქსელში ფეხბურთის ახალგაზრდა კომენტატორი, ანდრო ხელაძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.