ანდრეი სიბიგა - მოსკოვს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის

მოსკოვს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშებს.
„როგორ უგულებელყოფს რუსეთი სამშვიდობო ძალისხმევას: მასშტაბური დარტყმები დრონებითა და რაკეტებით ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ. მთავარი სამიზნე - ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - წერს სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, რუსეთი ძალის გარეშე დიპლომატიას სერიოზულად არ აღიქვამს.
„სანქციების ახალ პაკეტს, ჩრდილოვანი ფლოტის დაბლოკვას, საზღვაო მომსახურების აკრძალვასა და რუსეთის აგრესიის მონაწილეებისთვის მიმოსვლის აკრძალვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ჩვენს ერთიანობასა დ სიძლიერეს შეუძლია ამ ომის დასრულება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.