ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ

ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.
„გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში“, - წერს სიბიგა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებს საკითხი.
„შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ“, - აცხადებს სიბიგა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.