ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა - დნიპროზე თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებებზე პუტინის პასუხია

ანდრეი სიბიგა - დნიპროზე თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებებზე პუტინის პასუხია

დნიპროზე თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებებზე პუტინის პასუხია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ დრონების გამოყენებით ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გასულ ღამეს, დნიპროზე რუსული დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და 20-ზე მეტი დაშავდა. საცხოვრებელ ადგილებს კიდევ ერთხელ დაარტყეს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებებზე პუტინის პასუხი ეს არის - ახალი ომის დანაშაულები და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმები“, - წერს ანდრეი სიბიგა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.