ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგამ და კესტუტის ბუდრისმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხი განიხილეს

ანდრეი სიბიგამ და კესტუტის ბუდრისმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ლიეტუველ კოლეგას, კესტუტის ბუდრისს შეხვდა, - ამის შესახებ სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება.
მისი თქმით, შეათანხმეს შემდგომი ნაბიჯები რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ასევე განიხილეს უკრაინის გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ.
„მოვახდინეთ შემდგომი ნაბიჯების კოორდინირება რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაზრდელად, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით აგრესორზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ“, - წერს სიბიგა.
შეგახსენებთ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას დღეს ეწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.