ანდრეი ერმაკი - უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში მუშაობა დაიწყო - ძალიან კონსტრუქციული განწყობა გვაქვს

უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.
„პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან - ჯონათან პაუელთან, ემანუელ ბონესთან და გიუნტერ საუტერთან გაიმართა“, - წერს ანდრეი ერმაკი X-ზე.
ერმაკის ცნობით, მომდევნო შეხვედრა აშშ-ის დელეგაციასთან გაიმართება.
„ძალიან კონსტრუქციული განწყობა გვაქვს. დღეს სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების სერიაა დაგეგმილი. ერთად მუშაობას ვაგრძელებთ, რათა უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ“, - აცხადებს ერმაკი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.