არქივი23 ნოემბერი, 2025, 23:39
ანდრეი ერმაკი: მსურს, დავადასტურო, რომ პატივცემულ ამერიკულ დელეგაციასთან ძალიან პროდუქტიული პირველი სესია გვქონდა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი:
"მსურს, დავადასტურო, რომ პატივცემულ ამერიკულ დელეგაციასთან ძალიან პროდუქტიული პირველი სესია გვქონდა. საკმაო პროგრესს მივაღწიეთ და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ წინ მივიწევთ.
უკრაინელი ხალხს ეს მშვიდობა ყველაზე მეტად სურს და იმსახურებს. გულწრფელად ვუხდით მადლობას ჩვენს დიდებულ მეგობრებს - აშშ-ს, პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მათი ერთგულებისთვის, რომ მშვიდობა დაამყარონ.
ძალიან მალე დღეს მეორე შეხვედრა შედგება, სადაც ჩვენ ევროპელი პარტნიორების ჩართულობით ერთობლივ წინადადებებზე მუშაობას გავაგრძელებთ. საბოლოო გადაწყვეტილებებს ჩვენი პრეზიდენტები მიიღებენ."
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.