ანდრეი ერმაკი – მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ უკრაინა ამ ომში არ მარცხდება და რუსეთი არ იმარჯვებს

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ უკრაინა ამ ომში არ მარცხდება და რუსეთი არ იმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მყარად ვდგავართ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოთ, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თქვენ დაინახავთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთანაც გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით, რადგან ძლიერები ვართ და დარწმუნებულები ვართ იმაში, რაც გვსურს. ჩვენ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
ერმაკის თქმით, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრა „ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი“ იყო.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სტივ უიტკოფს გუშინ შეხვდა.
ერმაკის ცნობით, შეხვედრაზე უიტკოფს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ აცნობა და იგი უკრაინაში მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო