ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამას ხომ არ ვიგონებთ? - არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს

კახა კალაძე - პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამას ხომ არ ვიგონებთ? - არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს

პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამას ხომ არ ვიგონებთ? - არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პირდაპირი მუქარები იყო პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის მისამართით, რომ „ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველანაირი საბრძოლო მასალით“.
„პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ? ერთია ის, რაც კაბინეტებში ხდებოდა - პირდაპირი მუქარები იყო პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის მისამართით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველანაირი საბრძოლო მასალით.
გარდა ამისა, გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები - უკრაინის უშიშროების მდივანი იყო მგონი, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, საქართველო უნდა შეგვეხიდოს და მეორე ფრონტი გაიხსნასო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, შეხედულებით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ინტერესები იქნება დაცული. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია", - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.