ანა წითლიძე – მთელმა საქართველომ იხილა ირაკლი კობახიძე დასჯილი პატარა ბავშვით როგორ იჯდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე – „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კეთროვნები იქნებიან

მთელმა საქართველომ იხილა ირაკლი კობახიძე დასჯილი პატარა ბავშვით როგორ იჯდა ამ შეხვედრაზე, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტში მონაწილეობა.
როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კეთროვნები იქნებიან იმის გამო, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელყოფენ“.
„კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, მათ შორის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, რაც არჩევნებზე მოხდა. ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ეს შეფასებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე იქნება „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ლიდერის მისამართით, რომელიც მონაწილეობდა იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია არჩევანი და რომელიც მონაწილეობდა იმ სპეცოპერაციაში, რასაც ე.წ არჩევნები ჰქვია. სადაც საქართველოს მოქალაქეებს დაშინების, პირადობების წართმევით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით და ათასგვარი მანიპულაციით არჩევანის შესაძლებლობა წაართვეს. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ იმას, რომ ისინი იქნებიან კეთროვნები საერთაშორისო ასპარეზზე იმის გამო, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელყოფენ“, – განაცხადა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში