გერმანიის კანცლერს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი – ირაკლი

ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე „გამჭვირვალობის კანონისა“ და “ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის.
„ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე , მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და საქართველოს თემებთან დაკავშირებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში