ანა წითლიძე: კობახიძე ახლა იმ ბიზნესმენებს დაერევა, რომლებსაც თვლის, რომ კავშირები ჰქონდათ ლილუაშვილთან (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა “ოცნების” პრემიერმინისტრი “იმ ბიზნესმენებს დაერევა, რომლებსაც თვლის, რომ კავშირები ჰქონდათ ლილუაშვილთან”.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს რეალურად ფასების ზრდა არ აწუხებს და რადგან ყველა ქსელური მარკეტის მეპატრონე “ოცნების” შემომწირველები არიან, “ოცნების” პრემიერი მათ აიძულებს მასთან ითანამშრომლონ.

ის კონკრეტული ბიზნესმენები, რომლებსაც ეგონათ, რომ ჩუმად თუ იქნებოდნენ არავინ არასდროს არ შეეხებოდათ რეალურად. ფასების ზრდა კი არ აწუხებს ახლა კობახიძეს, ვიღაცა ბიზნესმენები, რომლებიც წარმოუდგენია, რომ ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან უფრო ახლოს იყვნენ იმიტომ, რომ ითვლებოდა, რომ ლილუაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ბიზნესმენებთან აკავშირებდა მეგობრობა და მაგასთან მიღებული ტიპი იყო და ლილუაშვილი ალაგებდა. 

რომ დააკვირდეთ, ყველა ამ სუპერმარკეტის ქსელის, დაწყებული “კარფურიდან” ყველა, მეპატრონეები არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და შემომწირველები, “ქართული ოცნების” წევრები მათ შორის. ანუ რა ხდება? – კობახიძე ახლა იმ ბიზნესმენებს დაერევა, რომლებსაც თვლის, რომ კავშირები ჰქონდათ ლილუაშვილთან და ყველა ამ ბიზნესმენს აიძულებს, რომ ან კობახიძესთან ითანამშრომლონ ან მოუწევთ, აი ნამდვილი რეკეტი რა არის ბიზნესის, ნახავენ ახლა. ნახავენ იმასაც, ჩვენ რომ ვეუბნებოდით, რომ ყველასთან მოვა ეს სისტემა, მარტო ჩვენთან კი არა, ყველასთან რაც არ უნდა ჩუმად იყო,” – განაცხადა ანა წითლიძემ. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.

“ოცნების” პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს