– მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი ლილუაშვილს, კოლექტიური -ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი – ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე, მართალი ვყოფილვარ

მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) „ქოლ-ცენტრების” მფარველობაში, კოლექტიური -ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საპატიმროდან გამოგზავნა.
ხაბეიშვილი თავის გზავნილში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება აქვს წარმოებული და გამოქვეყნებული.
„მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) “ქოლ-ცენტრების” მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე, მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც „ქოლ-ცენტრი” იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება მაქვს წარმოებული და გამოქვეყნებული, მაშინაც პროვოკატორი ვიყავი, აქაც მართალი ვყოფილვარ“, – ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში, რომელიც ადვოკატზე დაყრდნობით „ფორმულამ“ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)