ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა წითლიძე - ზუგდიდში 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს - ცემის მცდელობა ჰქონდათ

ანა წითლიძე - ზუგდიდში 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს - ცემის მცდელობა ჰქონდათ

ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაგვესხნენ. 20- ლარიანი სუს-ის აგენტი თეონა ქარდავა ჰყავდათ წინამძღოლად, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძე FACEBOOK-ზე წერს.
ამასთან, როგორც ანა წითლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
„საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, დევნილების დასახლებაში ვარიგებდი ბუკლეტებს და ფლაერებს, როდესაც თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წინა წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს რომ არბევდნენ, მონაწილეობდა. 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ ცემის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.