ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ – ანა წითლიძე

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, წინასაარჩევნო აგიტაციისას, თავს დაესხნენ.
ამის შესახებ ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ 50-მდე ადამიანი დაესხათ თავს.
„ფიზიკურად გაგვისწორდნენ. ვარიგებდით ბუკლეტებს, ვხვდებოდით მოსახლეობას, როდესაც 50-მდე ადამიანი, ქართული ოცნების მაისურებში ჩაცმული, მოგვვარდნენ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს… როცა პოლიცია მოვიდა, პოლიციის თვალწინ თავს დაგვესხა ეს 50 ადამიანი. ფიზიკურად გაგვისწორდნენ. შემეხნენ მე ახალგაზრდებს, ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გვემუქრებოდნენ, რომ დაგვხოცავენ. მადლობა მინდა ვუთხრა აქ მცხოვრებ დევნილებს… მათ აიძულეს „ოცნების“ წევრები, დაეტოვებინათ ადგილი“, – თქვა მან „ტვ პირველის“ ეთერში.
წითლიძე მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლის დაშინების მცდელობა იყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.