ანა წითლიძე: არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნინო წილოსანის განცხადებას და არ შევახსენო ნინო წილოსანს, რას წარმოადგენდა მისი ოჯახი წინა ხელისუფლების დროს

,,ნაცმოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ნინო წილოსანის განცხადეას ასე ეხმაურება:

,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნინო წილოსანის განცხადებას და არ შევახსენო ნინო წილოსანს, რას წარმოადგენდა მისი ოჯახი წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. არ შევახსენო ის, რომ მის ოჯახს არასდროს პრობლემა წინა ხელისუფლებასთან არ ჰქონია და მშვენივრად გრძნობდა თავს, სწორედ “ქართული ოცნების” პირობებში 60 მილიონის მოპარვას აბრალებდნენ, “ქართული ოცნება” აბრალებდა მას 60 მილიონის მოპარვას, შემდეგ “ქართულ ოცნებასთანაც” მშვენივრად დალაგდა, რატომღაც არ გახსენებიათ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები, 60 მილიონის მოპარვა, რატომ მოიპარა იქნებ ესეც განმარტოს ქალბატონმა წილოსანმა და შემდეგ, ამ ყველაფრისთვის დასვეს აქ ეს ქალბატონი, რომელსაც ეს სისულელეები უნდა ელაპარაკა, რასაც ახლა ლაპარაკობს. მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება არის ის პოლიტიკური განაჩენი, რაც არის კი, ნამდვილად განაჩენი თქვენი ხელისუფლებისთვის, დაუძლურებული, დასუსტებული, თქვენ მიერ მოწამლული, ციხიდან ახერხებს იმას, რომ ჩამოგახიათ ნიღაბი მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე”.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)