ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ევრორეკომენდაციებს შეასრულებენ – მათ რეფორმების განხორციელების არანაირი სურვილი და პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ

„ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ისინი ევრორეკომენდაციებს შეასრულებენ – მათ რეფორმების განხორციელების არანაირი სურვილი და პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გასატარებლად 11 წელი ჰქონდა.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე, ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც უზრუნველყოფს, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. „ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ისინი ამ რეფორმებს გაატარებენ,“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ კორუფციული გარიგებების შემოქმედი და მფარველია.
„ქართული ოცნება“ არის კორუფციული ხელისუფლება, რომელმაც თავისი თავი გაათანაბრა კორუფციასთან და არის პირდაპირ მფარველი და შემოქმედი ამ კორუფციული გარიგებების,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ