ანა დოლიძის პარტია ტოვებს „ძლიერი საქართველოს“ კოალიციას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი პარტია „ხალხისთვის“ ტოვებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ კოალიციას „ძლიერი საქართველო“. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ანა დოლიძემ.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული…
ახლა დრო არის, რომ პარტია ,,ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს“, – აცხადებს .
დაახლოებით ერთი წლის წინ, 2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებდა მონაწილეობას. ოთხივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, ამ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და უარს ამბობენ საპარლამენტო საქმიანობაზე.
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად