და პარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ გავიდა და დამოუკიდებელ საქმიანობას დაუბრუნდა

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. როგორც წერს, ის დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება.
მისივე განმარტებით, მისი პარტია „ხალხისთვის“ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე. დოლიძის თქმით, პარტიას აქვს ამბიცია გახდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.
,,მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება გავიდეთ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას. დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას ,,ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო “ძლიერ საქართველოს.” ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული. ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია ,,ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი. ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია ,,ხალხისთვის”, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე“

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად