ანა დოლიძე – „შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა სწრაფად გაწმინდოს რუსთაველის გამზირი და ამით მიულოცონ საქართველოს გასაბჭოების თარიღი მათ უფროსს

„შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა სწრაფად გაწმინდოს რუსთაველი და ამით მიულოცონ საქართველოს გასაბჭოების თარიღი მათ უფროსს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტი მშვიდობიანია და ის ხელს არავის არ უშლის.
„რამდენიმე დღეა პოლიციამ დაიწყო ხელის შეშლა რუსთაველზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაცია, რეალურად ხელს არავის უშლის, სატრანსპორტო გზები კი გადაეწყო და გადალაგდა. რატომ ხდება ეს?! პირველ რიგში, რადგან ესენი არჩეულები არ არიან, მათ „შულავერის კომიტეტი“ უნდა დავარქვათ. მათ უნდათ რუსთაველი დაიკავონ ძალიან სწრაფად, ეს არის „შულავერის კომიტეტის“ დავალება, რომ მიულოცონ გასაბჭოების, საქართველოში ოკუპაციის დაწყების თარიღი მათ უფროსს. ეს არის მათი ამოცანა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან