ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - შვედეთის, იტალიის და ნიდერლანდების სოციალ-დემოკრატიული პარტიები მიმართავენ მთავრობებს და მოითხოვენ აქტიურ ქმედებას საქართველოს მმართველ რეჟიმთან მიმართებით, კერძოდ მთავარი მოქმედი პირებისა და მათი ოჯახების სანქცირებას

ანა დოლიძე - შვედეთის, იტალიის და ნიდერლანდების სოციალ-დემოკრატიული პარტიები მიმართავენ მთავრობებს და მოითხოვენ აქტიურ ქმედებას საქართველოს მმართველ რეჟიმთან მიმართებით, კერძოდ მთავარი მოქმედი პირებისა და მათი ოჯახების სანქცირებას

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის განცხადებით, შვედეთის, იტალიის და ნიდერლანდების სოციალ-დემოკრატიული პარტიები მიმართავენ მთავრობებს და მოითხოვენ აქტიურ ქმედებას „საქართველოს მმართველ რეჟიმთან მიმართებით“, კერძოდ კი, მათი ოჯახების სანქცირებას. ამის შესახებ ანა დოლიძე „ფეისბუქზე“ წერს.
„მაგარი ამბავი! მეგობრებო, როგორც შემატყობინეს შვედეთის, იტალიის და ნიდერლანდების სოციალ-დემოკრატიული პარტიები (ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება) მიმართავენ მთავრობებს და მოითხოვენ აქტიურ ქმედებას საქართველოს მმართველ რეჟიმთან მიმართებაში. ისინი მოითხოვენ მთავარი მოქმედი პირებისა და მათი ოჯახების სანქცირებას, ქონების გაყინვას და გაყინული სახსრების გადაცემას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიზნებისთვის“, - წერს ანა დოლიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.