ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - სანამ პროტესტი მარათონის ფაზაში გადავიდოდა, ავიღე პასუხისმგებლობა და შეთავაზება გავაკეთე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული

ანა დოლიძე - სანამ პროტესტი მარათონის ფაზაში გადავიდოდა, ავიღე პასუხისმგებლობა და შეთავაზება გავაკეთე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული

29 დეკემბერთან დაკავშირებით მაშინ ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი - მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, მაშინ „საგოლე მომენტი“ იყო, ხოლო ახლა „მარათონის ეტაპზე გადავედით“.
,,გვაქვს თუ არა გეგმა, გვქონდა თუ არა გეგმა პროტესტთან დაკავშირებით?! მე მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთხელ, ეს გეგმა მე მქონდა და ეს გეგმა ეხებოდა 29 დეკემბერს. 29 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტი, იმუნიტეტით და საერთაშორისო აღიარებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს გვქონდა იმუნიტეტი. ეს მკაცრი კანონები, როგორიც არის ნიღბები და ჯარიმები ჯერ არ იყო მიღებული. როგორც ფეხბურთშია იყო საგოლე მომენტი. მაშინ მე როგორც პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა, ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი. როდესაც ბრძოლაში ხარ მთავარი არის თუ როგორ გადაანაწილებ ძალებს. ახლა გადავედით მარათონის ეტაპზე, მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული. ვინც ამას არ დაეთანხმა თავის დროზე, მას უნდა ვკითხოთ, თუ რატომ არ გაიზიარეს ეს იდეა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.