ანა დოლიძე – საქართველოში მმართველი ჯგუფის გარდა, ყველა დაუცველია

კოალიცია ”ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ფოლადაანთკარში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დოლიძე წერს, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საფრთხის შემცველი წყალსაცავი შემოღობოს, განსაზღვროს საცურაო ზონები და ადგილზე მაშველები დააყენოს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ფოლადაანთკარში მომხდარი ტრაგედიის გამო. ძალიან მძიმე ამბავია. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. იქ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს იმ ტბის გაუქმებას, რომელსაც მამა და შვილები ემსხვერპლა. 2018 წელს, დავიწყეთ კამპანია “იცურე მშვიდად”, რომლის ფარგლებში ვითხოვდით ადგილობრივ ხელისუფლებას აეღო მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, რათა აღეკვეთა მათ არეალში სიკვდილის ზონები. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, შემოღობოს საფრთხის შემცველი წყალსაცავი, ტბა, განსაზღვროს საცურაო ზონები და დააყენოს მაშველები ადგილზე. დადგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ა.შ. 2018 წლიდან ვითხოვთ ყოველივეს შესრულებას, თუმცა არაფერი ამ მიმართულებით არ კეთდება, ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით. სახეზე კი გვაქვს მსგავსი მძიმე შემთხვევები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება”, – წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება