– სააპელაციო სასამართლომ კონსტიტუცია დაარღვია, მოსამართლეთა შეუცვლელობა გარანტირებულია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეები გაერთიანა, ანუ მოსამართლეებს წაართვა და ერთად მოუყარა თავი, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღეს 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან გამართული აქციით წნეხი იქნება სასამართლოზე, იმისთვის, რომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღოს.
„სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია პროცესები, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფაქტებთან. რამდენიმე მოსამართლემ უკვე გამოიტანა განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგ: თეთრიწყარომ და გორის სასამართლომ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეები გაერთიანა, ანუ მოსამართლეებს წაართვა და ერთად მოუყარა თავი, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია არ შეიძლება მოსამართლეს საქმე ჩამოართვა. ეს არის კონსტიტუციის 63-ე მუხლი. კანონის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება საქმე ჩამოერთვას – მან ამისთვის წერილობით უნდა მიმართოს იუსტიციის საბჭოს. ისიც იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ბრალდებულია სისხლის სამართლის საქმეზე ან საქმე აღძრულია და ამ ყველაფერს სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილება, რაც არ მომხდარა. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რაც მოხდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. შეუცვლელობის პრინციპი დარღვეულია. ახლა კი თბილისის სააპელაციო გაჩერდა – დაბნეულია. ჩვენ მივდივართ პროტესტზე, 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წნეხი იქნება სასამართლოზე, იმისთვის რომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღოს და დაიცვან ჩვენი კონსტიტუციური საარჩევნო უფლება“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას