ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საია - ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა

საია - ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება, კოლეგიის თავმდჯომარემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კერძოდ, კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა, კომისიის წევრების პასუხისმგებლობა და საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
"საიას" და კოალიცია "ჩემი ხმის" ჯამში 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა.
მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.