– ზამირ კვეკვესკირის ამბავი რეალურად ეს არის დამახასიათებელი ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენს ქვეყანაში

ერთი ადამიანის უიმედობა, ერთი ადამიანის ბრძოლა, ერთი ადამიანის წინააღმდეგობა და ერთი ადამიანის სასოწარკვეთა, ამ ყველაფრის სიმბოლოა – ზამირ კვეკვესკირი, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების ფაქტს,რომელმაც რამდენიმე დღის წინ დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ზამირ კვეკვესკირი „ვერ შეეწინააღმდეგა სისტემას, რომელმაც ის იმსხვერპლა“.
„ეს ძალიან ცუდი ამბავია და რეალურად, ეს არის დამახასიათებელი ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ერთი ადამიანის უიმედობა, ერთი ადამიანის ბრძოლა, ერთი ადამიანის წინააღმდეგობა და ერთი ადამიანის სასოწარკვეთა, ამ ყველაფრის სიმბოლოა – ზამირ კვეკვესკირი. თან ყველაფერთან ერთად ადამიანი იყო დევნილი, რომელიც ერთხელ უკვე გამოაძევეს საკუთარი სახლიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა. ფაქტია, რომ ვერ შეეწინააღმდეგა იმ სისტემას, რომელმაც ის იმსხვერპლა“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარტა კოსი – პიტერ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისკენ გზას ხსნის