– რაც ხდება, გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის სახელმწიფო და დაემსგავსა დანაშაულებრივ დაჯგუფებას – მათ პასუხი მოეთხოვებათ და გასამართლდებიან

ის, რაც ხდება, უკვე გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის უკვე სახელმწიფო, ეს ყველაფერი უკვე დაემსგავსა დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებას, რომელიც დათარეშობს კანონის სახელით და ძალადობს ადამიანებზე, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ბესელიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსაც დააკისრა და განმარტა, რომ მისი ბრალეულობა პრეზიდენტის სარჩელის მიღებაზე უარის თქმაა, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხებოდა.
”როგორი ცვლილებებიც არ უნდა მიიღონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ამის მიუხედავად, არსებობს ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელსაც ვერ ცვლიან – კონსტიტუცია. არსებობს კონვენცია, რომელიც უფრო მაღლა დგას, საერთაშორისო სამართალი, რომელიც უფრო მაღლა დგას თავისი იერარქიით, ვიდრე არის ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ასეთ მიდგომებს კრძალავს.
არასდროს, არც ერთ ავტორიტარულ ქვეყანაში არ ყოფილა ჩანაწერი, რომ როცა სამართალდამცველი ხარ, შეგიძლია მოიქცე მხეცივით და კოლექტიურად მოაწყო სადამსჯელო წამება. ეს არსად არ არის ჩაწერილი და ხომ აკეთებენ? მითხარით, რა აზრი აქვს ამათ ხელში, ან რას დაწერენ, ან რას შეცვლიან, ან რას გააუარესებენ.
ის, რაც ხდება, უკვე გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის უკვე სახელმწიფო, არ აქვს მას არც ერთი ატრიბუტი და ნიშანი და ეს ყველაფერი უკვე დაემსგავსა დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებას, რომელიც დათარეშობს კანონის სახელით და ძალადობს ადამიანებზე.
მათ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ და გასამართლდებიან ოღონდ არა ამ სასამართლოს მიერ იმიტომ, რომ ამ სასამართლოს მოსამართლეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და არ დაგვავიწყდეს საკონსტიტუციო სასამართლო – მათ სინდისზე იყოს ის, რაც დღეს ხდება – ყველა ის მოქნეული ხელი, ყველა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჩადენილია ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ, ამაში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიუძღვის ბრალი იმიტომ, რომ არ განიხილა პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები გაასაჩივრა”, – აღნიშნა ბესელიამ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ბესელიას განმარტებით, ამის დრო და მომენტი დადგება, თუმცა, მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესის სათავეში დადგა ხალხი, რაც იძლევა იმის ლეგიტიმაციას, რომ სწორედ ხალხის ძალამ შეძლოს “ქართული ოცნების” განეიტრალება.
მომავალ არჩევნებში იყრის თუ არა კენჭს, არ ვიცი, ჯერ ვერ გეტყვით. ალბათ ამის დრო და მომენტი დადგება, როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით ამ ნიშნულს და მე მგონია, რომ ეს იქნება გაზაფხულზე მაინც, ის თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა პროცესს მისი დახმარება სჭირდება და მისი როლი, ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია. მე უფრო მეტად ვხედავ, რომ ახლა პოლიტიკური პროცესის სათავეში დადგა საქართველოს მოქალაქე, ანუ ხალხი – ხელისუფლების წყარო სწორედ ის არის. ეს იძლევა იმის ლეგიტიმაციას, რომ სწორედ ხალხის ძალამ შეძლოს იმ კრიმინალური ჯგუფის განეიტრალება რომელიც მოქმედებს, როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფება”, – განაცხადა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა