ანა ბუჩუკური - “მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგად, ევროკავშირმა ძალადობაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა, აქამდე მხოლოდ "ოცნება" იყო ძალადობაზე პასუხისმგებელი

„მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგად, ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ევროკავშირმა „ყველა მხარეს” ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა - შესაბამისად, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა, მაშინ, როდესაც აქამდე მხოლოდ ერთი მხარე - "ოცნება" იყო ძალადობაზე პასუხისმგებელი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის წევრი“ ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
ბუჩუკური აღნიშნავს, რომ ეს შედეგი წინასწარ და მარტივად გათვლადი იყო.
„მშვიდობიანი პროტესტი არის გადასარჩენი. ამისთვის შეცდომას - შეცდომა და დანაშაულს დანაშაული უნდა დაერქვას“, - წერს ანა ბუჩუკური.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.